პოკერი – თამაში , რომლის მიზანია მოიგო ფსონები, რაც შეიძლება მაღალი პოკერის კომბინაციით, რომელიც 5 კარტით იქმნება, ან აიძულო მოწინააღმდეგე შეწყვიტოს თამაში, ანუ ითამაშო ბლეფი. არსებობს პოკერის სხვადასხვა სახეობა, რომლებსაც განსხვავებული წესები აქვს, მაგრამ ყველა სახის პოკერისთვის აუცილებელია კომბინაციები და ფსონები თამაშის მიმდინარეობისას. გამომდინარე იქედან , რომ მოთამაშემ არ იცის მოწინააღმდეგის კარტი, პოკერი ითვლება თამაშად სადაც არ გაქვს სრული ინფორმაცია, როგორც სხვა თამაშებში (ჭადრაკი, ნარდი და ა.შ). ამიტომ რისკი და აზარტი პოკერის მოთამაშის ძირითადი მახასიათებელია.
თამაშის წესები
პოკერს თამაშობენ სხვადასხვა კარტის დასტით – 32, 36 ან 54 კარტით. ყველაზე გავრცელებულია სტანდარტული კარტის დასტა 54 კარტით. თამაშობს რამდენიმე მოთამაშე (2 ან მეტი, ჩვეულებრივ მაგიდაზე 10 მოთამაშეზე მეტი არ არის მიღებული) . კარტის სიძლიერე იწყება ტუზიდან და მიდის ქვემოთ (კაროლი, დამა…10…2) … ტუზი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ყველაზე დაბალი კარტი, ანუ 1 (მაგალითად კომბინაცია straight -ის დროს). თამაში მიმდინარეობს რამდენიმე ეტაპად. ყოველი ეტაპისას რიგდება კარტი და იდება ფსონები. გამარჯვებულად ითვლება ის 5 კარტიანი კომბინაცია , რომელიც უფრო ძლიერია.
ისტორია
პოკერის წესების და მისი სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს კამათი, რადგან დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს. ერთერთი ვერსიით თამაშის სახელწოდება მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან pochen– რაც კაკუნს ნიშნავს. პირველი მონაცემები პოკერის მსგავს თამაშზე ნახსენებია მე–16 საუკუნეში.პოკერი როგორც თამაში უკვე 500 წელზე მეტია რაც არსებობს. იგი წარმოიშვა ევროპაში, მაგრამ პოკერის წესები იყო დღევანდელისგან განსხვავებული. დროთა განმავლობაში პოკერის წესები იხვეწებოდა. პირველი წერილობითი მასალა პოკერის წესების შესახებ არის 1829 წელს ჯო კაუელის (მსახიობი) დაწერილი მემუარები . 1834 წლიდან პოკერის თამაში დაიწყეს 54 კარტიანი დასტით.
პოკერი ითვლებოდა ამერიკის ნაციონალურ თამაშად. დღესაც ის ყველაზე პოპულარული და გავრცელებული თამაშია აშშ–ში .
ყოველდღიურად ტარდება პოკერის სხვადასხვა სახის ტურნირები. ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი ტურნირი არის WSOP – World Series of Poker.
No comments:
Post a Comment